19:09 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-01 16:45:27, 559 ნახვა

საზოგადოება
მამუკა წოწერია ზუგდიდელებს მიმართავს

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მიმართვას ავრცელებს. მმართველი გუნდის  მერობის კანდიდატის განცხადებით ზუგდიდი ორ ოქტომბერს ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და აირჩევს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო ზუგდიდელებო!

მოგმართავთ ერთ-ერთ თქვენგანი, რომელსაც ზუგდიდმა მომცა ყველაზე ძვირფასი  რაც გამაჩნია, მასწავლა სიყვარული და ერთგულება ქვეყნის, ოჯახისა და მოყვასის.

ზუგდიდი  ჩემთვის მორალური ზღვარია, რომელსაც ყველაზე რთულ და კრიტიკულ ვითარებაშიც არ უნდა გასცდე, ზუგდიდელობა კი  უდიდესი პატივი და კეთილი ბედისწერაა.

ამიტომაც, ჩემთვის   ზუგდიდის მერობა  უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა კეთილმსახურების, მსახურების ფიქრით, სიტყვითა და საქმით.  სწორედ ამ პრინციპებით გავერთიანდით „ქართული ოცნების" გუნდი, რომლისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანია. თქვენთან ურთიერთობამ ზუსტად დაგვანახა  თუ რა სჭირდება ზუგდიდს. ეს გახლავთ მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში  თანმიმდევრული განვითარება, ინფრასტრუქტურული განახლების უფრო  მეტი ტემპი, ეკონომიკის გაძლიერება და ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ შვილებზე, მომავალ თაობაზე უკიდურესი ზრუნვა, საბავშვო ბაღებისა და სკოლების ინფრასტრუქტურის განახლება,  ჩვენი ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლებისა და სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობა და მათი ყოველმხრივი ინტერესების დაკმაყოფილება, რათა შევანელოთ მუნიციპალიტეტიდან მათი მიგრაციის ტემპი, რა თქმა უნდა მთავარი საზრუნავი ეს  გახლავთ  ჩვენი დევნილი მოსახლეობის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა და მათი  განსახლების პროცესის დასრულება უახლოეს წლებში,  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

სწორედ ამ პრიორიტეტებით,  ამ მიზნით მოვდივართ და ვაგრძელებთ ქართული ოცნების გუნდი  თვითმმართველობის განხორციელებას და მოგიწოდებთ იაქტიუროთ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებზე  და  მისცეთ ხმა „ქართული ოცნებას", მისი მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს, როგორც უალტერნატივო საწინდარს  ზუგდიდის უკეთესი მომავლისა.  შემოხაზეთ სამივე ბიულეტენში  ნომერი 41.

ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics