|
2021-09-30 17:34:48, 710 ნახვა
საზოგადოება
ვახო სანაია - ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან, დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც
ქართული მედია არის დაუმარცხებელი და მე შემთხვევით არ ჩამომითვლია ყველა ხელისუფლების დროინდელი საქმეები. ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან , დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც. -ამის შესახებ „ფორმულს“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ არხის საგანგებო ბრიფინგზე განაცხდა. მისი თქმით, არცევნების დღეს არხი ეგზიტპოლის შედეგებს მიანც გამოქვეყნებს. "ჩვენ ახლა ვდგავართ ამ შენობის მე-17 სართულზე, ვაჟა-ფშაველას 45 ნომერში და მე მახსენდება 2001 წელი, როდესაც, ამ დერეფანში ლიფტიდან შემოვიდა უშიშროების სამსახური, აგერ არის ნანა, რომელიც ბევრი წელი მუშაობდა მაშონდელ „რუსთავი 2“-ში და ძალიან კარგად ახსოვს, და ყველას ახსოვს ეს. მე მახსენდება „იმედი“, რა მოხდა 2007 წელს, მე ვხედავ ნინოს ჩემ გვერდით „მაესტროსთან“ დაკავშირებით. ხედავთ ქეთის, ირაკლის, მიშას , გიორგის, ზუკას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ წაიღო,მაგრამ სამაგეროდ მიიღო სამი არხი. მე მინდა იმის თქმა, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში თქვენი დაქვემდებარებული სასამართლოების, პროკურატორების და ასე შემდეგ სტრუქტურების მეშვეობით, რაც არ უნდა გააკეთოთ ჩვენ არ დავდებთ კალამს, ჩვენ არ დავდებთ კამერებს. ჩვენ არ დავდგებით მუხლებზე. ქართული მედია არის დაუმარცხებელი და მე შემთხვევით არ ჩამომითვლია ყველა ხელისუფლების დროინდელი საქმეები. ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან , დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც. ჩვენ, როგორც უკვე ითქვა გაჩვენებთ ეგზიტპოლის შედეგებს, საღამოს რვა საათზე ამას მაყურებელი ყველა შემთხვევაში ნახავს და გაჩვენებთ იმას რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი. მოგაწვდით იმ რელაობას, რასაც ყუთში ჩაადებს ამ ქვეყნის მოსახლეობა. ილუზია ნუ გექნებთ რომ ჩვენ გავჩერდებით, ერთი ჩაიგდეთ ხელში ჩვენ ვართ სამნი ახლა“-განაცხადა ვახო სანაიამ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)