|
2021-09-29 11:34:53, 382 ნახვა
საზოგადოება
38 მსჯავრდებული პროფესიულ კარიერულ კონსულტირებაში მომსახურებას მიიღებს
სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კარიერის დაგეგმვის კონსულტანტები 2021 წლის 6 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პროფესიული კარიერული კონსულტირების სერიას ჩაატარებენ. კარიერული კონსულტირება ორ ეტაპად მიმდინარეობს, პირველი ეტაპი 30 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთან შედგა, ხოლო მეორე ეტაპი 8 არასრულწლოვანთან პროფესიულ კონსულტირებას დაეთმობა. შეხვედრები ინდივიდუალურად და ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. სულ 38 მსჯავრდებულთან შედგება ინტერვიუ. შეხვედრების მიზანია მსჯავრდებულთა სასურველი პროფესიების შესწავლის პროცესის დაგეგმვა და მათი პროფესიული ინტერესების გამოვლენა. საჭიროებების გამოვლენის შემდეგ თითოეულ მსჯავრდებულზე კარიერული სამოქმედო გეგმა შედგება და სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება. მსჯავრდებულთა პროფესიული უნარების გამოვლენა მიზნად ისახავს სასურველი სფეროების მიხედვით მათ გადამზადებას და დასაქმების ხელშეწყობას. აღნიშნული პროცესი უვადო მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპია, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება. პროექტის მიზანია უვადო მსჯავრდებულების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი, როგორც სამუშაო მაძიებლების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა. ონლაინ შეხვედრები ხორციელდება ა/წ აგვისტოში სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან გააფორმა. ურთიერთშეთანხმება მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა და მსჯავრდებულებს (როგორც პენიტენციური დაწესებულების შიგნით, ისე დაწესებულების გარეთ) შესაძლებლობას აძლევს გაიარონ პროფესიული კონსულტირება, სწორად დაგეგმონ კარიერა, გაეცნონ შრომის ბაზრის ტენდენციებს და დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)