|
2021-09-28 17:26:47, 689 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ნაწილს ვადა ნოემბრის, ნაწილს კი დეკემბრის ბოლომდე აქვს - ნელი ტემპითაც შევძლებთ ათვისებას
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინების მარაგი შეუზღუდავია და ვაქცინაციის გეგმის შესასრულების სამიზნე აბსოლუტურად რეალისტურია. მისი თქმით, მღელვარება ვაქცინების ვადებთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია და ამერიკის წამლისა და კვების სააგენტოს ცნობის შესაბამისად "ფაიზერის" ვაქცინებს შენახვის ვადა დამატებით კიდევ 3 თვე აქვს. "ვაქცინაციის გეგმის სამიზნე იყო 60% მოზრდილი მოსახლეობის, რაც ჯამურად ნიშნავს მინუს 700 000 მოქალაქეს. ჩვენ ცოტა გვაქვს დარჩენილი მილიონი მოქალაქის მოცვამდე, რაც არის რა თქმა უნდა, ოდნავ მეტი ვიდრე ნახევარი ამ შესრულების. რეალისტურად ის ვადები, რომელიც დარჩენილია ვფიქრობ არის საკმაოდ კარგი ვადები ამ სამიზნის შესასრულებლად, მაგრამ აუცილებელი იქნება მეტი აქტივობა, გასვლითი ღონისძიებები, მობილური ბრიგადების აქტიური გამოყენება და ასევე საგანმანათლებლო კამპანიის გააქტიურება, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. კარგია, ის რომ ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის შეუზღუდავი, იყო გარკვეული მღელვარება ვადებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, "ფაიზერის" მარაგი, რომელიც ქვეყანაში არის, მის ნაწილს ვადა აქვს დღევანდელი მდგომარეობით ნოემბრის ბოლომდე და ნაწილს დეკემბრის ბოლომდე და ვფიქრობთ, ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია ჩვენ მის ათვისებას აუცილებლად შევძლებთ, თუმცა ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ამერიკის წამლისა და კვების სააგენტომ რამოდენიმე ხნის წინ გამოსცა ახალი რეგულაციები, რომლის შესაბამისად "ფაიზერის" ვაქცინებს, თუ მათი შენახვა ხდებოდა -90 / -60 პირობებში დამატებით კიდევ 3 თვე აქვს მოქმედების ვადა." - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)