|
2021-09-28 15:33:01, 593 ნახვა
საზოგადოება
DRI - სასულიერო პირები წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობენ
როგორც 2020, ასევე 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან და პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან თავს არ იკავებენ -აღნიშნულ განცხადებას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. მათივე ცნობით, სასულიერო პირების პოლიტიკურ პრიცესებში მონაწიელობა, ძირითად შემთხვევებში, გამოიხატება საარჩევნო ღონისძიებებზე ან/და თავიანთი პოლიტიკური ხედვის ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერი ან/და საწინააღმდეგო განცხადების გაკეთებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მღვდელმთავრების მონაწილეობას პოლიტიკურ ღონისძიებებში მხოლოდ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს. წმინდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისს მიღებული განჩინებით, ეკლესია წარმოადგენს ქვეყნის გამაერთიანებელ, ნეიტრალურ ძალას. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, მღვდელმთავრების მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში დაუშვებელია. „საქართველოს საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს, რაშიც საქართველოს საპატრიარქოც მოიაზრება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის საჯარო განცხადება კი, ბუნებრივია, შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც თავად ორგანიზაციის პოზიცია. მღვდელმთავრების მონაწილეობას პოლიტიკურ ღონისძიებებში მხოლოდ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს. წმინდა სინოდის (ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო) 2012 წლის 5 ივლისს მიღებული განჩინებით, ეკლესია წარმოადგენს ქვეყნის გამაერთიანებელ, ნეიტრალურ ძალას. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, მღვდელმთავრების მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში დაუშვებელია. განჩინების მიხედვით, ნათელია, რომ ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო, მღვდელმთავრის ქცევას ეკლესიის პოზიციის გამოხატულებად მიიჩნევს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების რიტორიკა ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ შეიცვალა. ნიშანდობლივია, რომ სასულიერო პირების რიტორიკა ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, სუს-ი, სავარაუდოდ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ახორციელებს ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენელზე, მათ შორის, ყველა რანგის სასულიერო პირზე. ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ თუ ტელევიზიები მათთვის არასასურველი ფორმულირებით გააშუქებენ ფარული ჩანაწერებში არსებულ ფაილებს, მაშინ მრევლს პირდაპირ მოუწოდებენ, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მსგავსი მოწოდება წარმოადგენს საზოგადოების დიდ ნაწილზე საკუთარი ძალაუფლებით და ავტორიტეტით მანიპულირების და ზოგადად, ნების ავტონომიის უგულებელყოფის მცდელობას, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების (არჩევანის თავისუფლება) შეზღუდვა", - ნათქვამია განცხადებაში.
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)