|
2021-09-27 15:40:53, 762 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი სუს–ის ფარულ ჩანაწერებზე – დუმილი ამ ყველაფერს უშველის
აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დუმილი ამ ყველაფერს უშველის, პირობას გაძლევთ.- ასე გამოეხმურა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზი, დეკანოზი ილია ჭიღლაძის სუს-იდან გამოჟონილი ფარული ჩანაწერებზე გაკეთებულ განცხადებას. როგორც მეუფემ განაცხადა, სინოდი განიხილავს დეკანოზი ილია ჭიღლაძის დასჯის საკითხს. "მისი (დეკანოზი ილია ჭიღლაძის) დასჯის საკითხი დაყენებულია უკვე, წინა სინოდზე იყო ამაზე ლაპარაკი, კომისიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი და ნუ შემდეგი სინოდისთვის ალბათ კომისია მოგვახსენებს. მე შემიძლია ზუსტად გითხრათ ჩემი აზრით, ამის შესახებ, ეს არის შხამი, რომლითაც მოშხამეს მთელი ჩვენი ქვეყანა. აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დუმილი ამ ყველაფერს უშველის, პირობას გაძლევთ. სამწუხაროდ, ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები, ახოლა აღარ დავასახელებ, ჩემს გარშემოც შეიძლება ბევრია ვინმე, რა ვიცი, ასე რომ ნუ დავაკონკრეტებთ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სუს-ის ფაილებში ნახსენებ სასულიერო პირებს 29 სექტემბრამდე მისცა ვადა, რათა, მათ თავისი ნებით დატოვონ ეკლესია და საზოგადოების წიინაშე მოინანიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თავად გაასაჯაროვებს აღნიშნულ ფაილებს.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)