|
2021-09-27 15:07:39, 563 ნახვა
საზოგადოება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წევრებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა მელვუდ ბარლიანმა სოფელ რაჭისუბანში მდებარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დაბა კაზრეთის, სამების სახელობის ეკლესიის წინამძღოლმა მამა ლაზარე რეხვიაშვილმა გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწიათ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ომში მონაწილეობას 281 მეომარი იღებდა, მათგან 10 გმირულად დაიღუპა, 13 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. შეგახსენებთ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. დაღუპული მეომრის ოჯახის გადაწყვეტილებით, ლევან მემანიშვილის ნეშტი, მის მშობლიურ ქალაქ ბოლნისში, სამხედრო პატივით წელს დაიკრაძალეს.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)