22:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 16:04:30, 407 ნახვა

საზოგადოება
„ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტირება დაიწყო

აჭარაში "ოცნების ქალაქის" მასშტაბური პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო.

პროექტის ახალი ეტაპი უკვე მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

„ოცნების ქალაქში" დამატებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. მეორე ეტაპის ფარგლებში ტერიტორიაზე ასევე საპარკინგე ზონა, საბავშვო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები და გარე განათებები მოეწყობა. საცხოვრებელი სახლები გაზმომარაგების, წყლისა და წყალარინების სისტემებით აღიჭურვება. მოქალაქეებს ადგილზე ასევე სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ.

უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც მეორე ეტაპის პროექტირებას განახორციელებს. კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენთ"-ი „ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე, განაშენიანების დეტალურ გეგმას და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს მოამზადებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ კომპანიის წარმომადგენლებთან და არქიტექტორებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პროექტირების ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.

დღეისათვის „ოცნების ქალაქის" პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის" სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელიბინის მშენებლობა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

„ოცნების ქალაქის" მშენებლობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics