|
2021-09-24 13:32:44, 419 ნახვა
საზოგადოება
ბექა ფერაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბექა ფერაძემ სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო და მათგან კოვიდ საშვის დანერგვის პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები მოისმინა. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სხვადსხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები ეტაპობრივად ხდება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს Covid-საშვის ბენეფიტების და მუშაობის სპეციფიკის შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია. „დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, სექტორის მხრიდან არის სურვილი, რომ ეს აპლიკაცია იყოს დანერგილი, განისაზღვროს მწვანე ზონები, რომელიც ერთის მხრივ მათ მიცემთ შესაძლებლობას, ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური გართულების დროს ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნონ, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფენ მომხმარებელთა უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ. შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ისიც არ გამორიცხა, რომ აღნიშნული აპლიკაციის დანერგვამ შესაძლოა ბიზნესს და კონკრეტულად რესტორნებს სამუშაო საათების გახანგრძლივების შესაძლებლობაც მისცეს. „დღეს თუ არსებობს დათქმა, რომ საღამოს 10 საათის შემდეგ რესტორანი ვერ მუშაობს, ასევე სასტუმროების რესტორნებიც, ამ აპლიკაციის დანერგვის შემთხვევაში მათ შესაძლოა მიეცეთ საშუალობა და ეს არის მათი მოთხოვნა, რომ თუ ამის დანერგვა მოხდება, შეძლონ მუდმივად ოპერირება, რაც მათთვის ეკონომიკურად საინტერესოა. ჩვენ ბიზნესთან შეგროვებულ ინფორმაციას წარვუდგენთ საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ გადაწყვეტილებებზე უკვე საბჭო იმსჯელებს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც ესწრებოდა. მედეა ჯანიაშვილმა ინიციატივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პლატფორმა ტურიზმის სექტორის მიერ გაწეულ მომსახურებას ბევრად უსაფრთხოს გახდის და საბოლოოდ ბიზნესი შეძლებს პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად იმუშაოს. აპლიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა. ვებ-გვერდის Covidpass.moh.gov.ge-ს საშუალებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორების კოვიდ სტატუსის შემოწმების შესაძლებლობა ექნებათ. სიახლით ბიზნესი შეძლებს საკუთარი მომხმარებლებისთვის ე.წ. მწვანე ზონების ანუ უსაფრთხო გარემო შექმნას. ბიზნესოპერატორების მხრიდან Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)