19:48 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-24 12:05:45, 469 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პრომეთეუსის“ შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა - ეკატერინე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პრომეთეუსის“ შემაჯამებელ კონფერენციაში.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - დიეგო კოლასი, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას და ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე, შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების როლი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარებაში, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და საზღვრის მართვის გაძლიერების მიმართულებით.

კონფერენციის დასასრულს, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - “პრომეთეუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ორგანიზაცია CIVIPOL-ის მიერ განხორციელდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics