|
2021-09-24 11:24:51, 340 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხელაძემ კლუბი „რაშების" მოედანი დაათვალიერა, სადაც 2022 წელს სარაგბო ბაზა მოეწყობა
მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ რაგბის კლუბი „რაშების" მოედანი დაათვალიერა, სადაც მომავალ წელს სარაგბო ბაზა მოეწყობა. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე ესაუბრა. თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატმა კლუბის პრეზიდენტს ერეკლე კამლაძეს ხუთწლიანი საქმიანობისა და რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „რაშებში" ამ ეტაპზე 300-მდე ბავშვი ვარჯიშობს. „გამგებლობის პერიოდში აქტიურად ვეხმარებოდი ამ ადამიანებს, იმისათვის, რომ ბავშვებისთვის შესაძლებლობა მიეცათ, ნორმალურ პირობებში ევარჯიშათ. დღევანდელმა დღემ განსხვავებული მოცემულობა შექმნა. ჩვენი რაიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტის დაანონსება მოხდა. აქ გაკეთდება ძალიან კარგი სპორტული კომპლექსი და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვი, ვინც აქ ვარჯიშობს, სამომავლოდ ჩვენს ქვეყანას წარმატებებს მოუტანს", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. რაგბის კლუბის სამწვრთნელო გუნდთან, აღსაზრდელებთან და მათ მშობლებთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი და დავით კაჭარავა ესწრებოდნენ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)