|
2021-09-23 12:11:17, 650 ნახვა
ეკონომიკა
ლევან კარანაძე Lufthansa Group-ის ახალ რეგიონალურ მენეჯერს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Lufthansa Group-ის ახალ რეგიონალურ მენეჯერს, კარსტენ იანგს და საქართველოში ამავე ჯგუფის წარმომადგენლებს უმასპინძლა. გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმოდგენილი ავიაკომპანიების - Lufthansa-ს და Eurowings-ის ოპერირების არსებული მზარდი დინამიკა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ლევან კარანაძემ კარსტენ იანგს წარმატებები უსურვა ახალ პოზიციაზე და ხაზი გაუსვა ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და Lufthansa Group-ს შორის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ჯგუფში შემავალი ავიაგადამზიდველების აქტივობა საქართველოს საავიაციო ბაზარზე, განსაკუთრებით კი, Lufthansa Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ის მიერ, საჰაერო მიმოსვლის დაწყება საქართველოს მიმართულებით. როგორც კარსტენ იანგმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო იყო ერთ-ერთი მცირე გამონაკლისი იმ ქვეყნებისა, სადაც გერმანულმა ჯგუფმა არათუ შეამცირა ოპერირების სიხშირე COVID 19-ის პირობებში, არამედ ახალი ავიაკომპანიის შემოსვლით კიდევ უფრო გაზარდა ფრენების რაოდენობა და გააფართოვა გეოგრაფიული არეალი. აქვე, პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანია Lufthansa იყო ერთ-ერთი პირველი ავიაგადამზიდველი, რომელიც დაუბრუნდა საქართველოს ავიაბაზარს კოვიდ პანდემიის გამო შეწყვეტილი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის ფარგლებში. მხარეებმა ასევე განიხილეს Lufthansa Group-ის გეგმები მიმდინარე წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი, ავიაკომპანია Eurowings-ი დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გააგრძელებს. ამასთან, განიხილება ავიაკომპანია Lufthansa-ს მიერ, საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობაც. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს ტექნიკური კონსულტაციები საქართველოში Lufthansa Group-ის ოპერირების შემდგომი გაფართოების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)