|
2021-09-23 12:05:04, 709 ნახვა
ეკონომიკა
2021 წლის რთველი ყურძნის მაღალი ხარისხით გამოირჩევა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, მიმდინარე წლის რთველის დროს გამოიკვეთა, რომ მევენახეებისთვის პრიორიტეტი გახდა ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა. „წლის დასაწყისიდან, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მევენახე ფერმერებთან. სოფლებში გამართულ შეხვედრებზე, განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ აქცენტი გაკეთებულიყო არა მოსავლის რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. ჩვენმა მევენახე ფერმერებმა ამ მიდგომის მნიშვნელობა სწორად გაიგეს და გაითვალისწინეს; შედეგად, წელს ყურძენი არის მაღალი ხარისხის. კონდიციური ყურძენი განაპირობებს ღვინის ხარისხობრივი პარამეტრების გაუმჯობესებას, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, დადებითად აისახება ქართული ღვინის ფასზე და, შესაბამისად, როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების შემოსავლებზე. მაღალი ხარისხი საშუალებას მოგვცემს, ქართულმა ღვინომ სათანადო ადგილი დაიმკვიდროს საექსპორტო ბაზრებზე. ეს გზა მეღვინეობის ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამა გაიარა და სასურველ შედეგამდე მივიდა. გარდა იმისა, რომ მოსავლის რაოდენობა სეტყვამაც შეამცირა, წელს, შარშანდელთან შედარებით, ყურძნის ნაკლები მოსავალი მაღალი ხარისხის ხარჯზეც მივიღეთ", - განაცხადა ლევან მეხუზლამ. ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვენახის სწორი მოვლა და ყურძნის კონდიცია უმთავრესია მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად, რაც, შემდგომ, განსაზღვრავს მის რეპუტაციას და ფასს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს
საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ლიგაში მარცხის შემდეგ მეტოქეს თავს დაესხა და ყბა მოტეხა
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
თეთრმა სახლმა ვიტკოფსა, კუშნერსა და პუტინს შორის შეხვედრას „მნიშვნელოვანი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)