|
2021-09-22 12:02:05, 412 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - 4 წლის შემდეგ, თბილისი ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება ევროპაში
„ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სხვადასხვა მშენებლობას, შედეგი კი სახეზეა - 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს დაცვის მიმართულებით", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარემოს დაცვა და სამომავლოდ, მსგავსი პროექტების განსახორციელებლად 240,000,000 ლარის დახარჯვა იგეგმება. „ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად ვხედავთ, რა თანხები იხარჯებოდა წინა წლებში დედაქალაქში იმისთვის, რომ მწვანე სივრცეები შექმნილიყო. მწვანე სივრცეების შექმნა კი არა, პირიქით მათ ხარჯზე მშენებლობები და კორპუსების ჩადგმა ხდებოდა. ეს იყო მავნე პრაქტიკა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში ქაოტური განაშენიანება დაასრულა. ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე, კორპუსების და სხვადასხვა შენობა-ნაგებობის აშენებას. შედეგი სახეზეა - 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს დაცვის მიმართულებით. გვინდა, რომ 240,000,000 ლარზე ავიყვანოთ ეს ხარჯი და ქალაქი კიდევ უფრო მწვანე გავხადოთ. გპირდებით, რომ ოთხი წლის შემდეგ, თბილის ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება ევროპაში", - განაცხადა კახა კალაძემ. მომავალი წლის დაგეგმილი ბიუჯეტისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში დედაქალაქის ბიუჯეტი 1, 700, 000, 000 ლარამდე გაიზრდება. მისი თქმით, ეს ნიშნავს ორჯერ მეტ თანხას თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. „ჩვენი დაგეგმილი ბიუჯეტი არის 500 მილიონი ლარით მეტი - ეს არის 1,700,000,000 ლარი თბილისისთვის. 2012 წელს თბილისის ბიუჯეტი 656,539,000 ლარს შეადგენდა, 2017-ში - 825,933,000 ლარს. ჩვენ წინა არჩევნებზე დავპირდით მოსახლეობას, რომ ბიუჯეტი გახდებოდა ერთი მილიარდი ლარი. ეს დაპირება ჩვენ გადაჭარბებით შევასრულეთ და 2021 წელს უკვე გვქონდა 1,226,976,000 ლარი. ჩვენი გეგმა და მიზანი არის, რომ მომდევნო წლებში დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდოს 1, 700, 000, 000 ლარამდე. ეს ნიშნავს ორჯერ მეტ თანხას თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის - 900 მილიონი ლარი. 2012 წელს ამ მიმართულებების პროექტებისთვის დაიხარჯა 356,281,200 ლარი, 2017 წელს - 299,331,800 ლარი, ხოლო 2021 წელს - 457,686,600 ლარი", - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა. ამასთან, ირაკლი ხმალაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში 100 მილიონით მეტი თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის იქნება გამოყოფილი. „2012 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის დაიხარჯა 152,213,200 ლარი, 2017 წელს - 320,809,100 ლარი, ხოლო 2021 წელს - 354,998,600 ლარი. ჩვენი დაპირებაა, რომ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად ხარჯები 450,000,000 ლარით გაიზარდოს. ასევე, დედაქალაქის ახალი ბიუჯეტით, 240 მილიონი თბილისის გარემოს დაცვის მიმართულებით გამოიყოფა. რაც შეეხება წინა წლებს, 2012 წელს ამ მიმართულებისთვის 14,429,600 ლარი დაიხარჯა, 2017 წელს– 73,111,800 ლარი, ხოლო 2021 წელს – 161,372,700 ლარი", - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)