|
2021-09-22 10:13:47, 362 ნახვა
საზოგადოება
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე ხილის გადამმუშავებელ კომპანიაში „აჩინებული“ იმყოფებოდნენ, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღება-გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ. სოფლის განვითარების საგენტოს ინფორმაციით, კომპანია „აჩინებული“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფოს დახმარებით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით არის შექმნილი. „10 სექტემბრიდან დაიწყო არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი, ფერმერებს საშუალება აქვთ პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ კომპანიებში ჩააბარონ სამრეწველო ვაშლი. პროგრამაში 10-მდე ხილის გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. 21 სექტემბრის მდგომარეობით, უკვე 2,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული“, - განაცხადა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ, 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს - ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ, 22 თეთრად შეისყიდიან.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)