|
2021-09-21 15:05:33, 537 ნახვა
საზოგადოება
საქართველო „დანაღმულ ველს“ ემსგავსება – კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს
საქართველოს კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მიმართვას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსთვის პანდემიის მე-5 ტალღა, შესაძლოა, უმძიმესი აღმოჩნდეს კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში ჩამოხსნან საკუთარი პოლიტიკური რეკლამები და მათ ნაცვლად ვაქცინაციის შესახებ მოწოდებებს დაუთმონ. „შემოდგომის მეორე ნახევრიდან მსოფლიო პანდემიის მე-5 ტალღის მოლოდინშია, რაც ჩვენისთანა მცირე რიცხოვანი ერისთვის შესაძლებელია უმძიმესი აღმოჩნდეს, პრევენციის და პროფილაქტიკის ერთადერთი, ეფექტური მეთოდი მოსახლეობის დროული ვაქცინაციაა, დღეს პანდემიიდან გამომდინარე საქართველო „დანაღმულ ველს, ემსგავსება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ პოლიტიკურ პარტიებს: - არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღე დაუთმეთ მოსახლეობისთვის ყველაზე სასიკეთო საქმეს; ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ჩამოხსენით თქვენი სარეკლამო ბანერები და მის ნაცვლად გააკარით მოწოდება ვაქცინაციის შესახებ - „აიცერი - ვაქცინა გვიცავს" თანამემამულენო! თითოეული ჩვენგანის, თუნდაც მცირედმა პოზიტიურმა ქმედებამ შესაძლებელია საკმაოდ დიდი, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს არსებულ ვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება ჩვენი ერის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“- აღნიშნულია განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)