01:17 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 17:53:46, 517 ნახვა

საზოგადოება
გამყრელიძე კომპანია „ალმას” მოუწოდებს, ბილბორდებზე ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა უზრუნველყოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრმა კომპანია „ალმას“ ბანერებთან დაკავშირებით წერილობით მიმართა.

როგორც ცენტრის წერილშია ნათქვამი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში  საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდააჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას.

ამასთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოგიწოდებ,კომპანია "ალმას" უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, ვინდაინდან პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების საშუალება.

“ დღეს ოფიციალურად წერილობით მივმართეთ „ალმას“. მასმედიის საშუალებით მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ გარე ბილბორდებზე განთავსებულ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა სხვა შინაარსის ბანერების განთავსება. რასთან დაკავშირებითაც, ეროვნულმა ცენტრმა, იმავე დღეს სოციალური ქსელით გააკეთა სათანადო განცხადება. გინდა შეგახსენოთ, რომ ეროვნული ცენტრი არის იმუნიზაციის მთავარი მხარდაჭერი ქვეყანაში, ამ მიზნით, იყენებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სოციალური მედიის საშუალებებს და მოუწოდებს მოსახლეობას აცრისკენ, რათა დაიცვან საკუთარი და მათი შვილების ჯანმრთელობა. ამ ფონზე, განსაკუთრებული როლი ენიჭება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხადამჭერ მოწოდებებს ქვეყნის მასშტაბით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად აიცრას ქვეყნის მოსახლეობა, დაცული იყოს მათ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვინაიდან, კოვიდ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა გადის მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაციაზე.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათულობით იღუპება ამ ვერაგი დაავდებით, ასევე ამავდროულად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდააჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას.

ამასთან, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ბანერების შეცვლის თაობაზე, ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.

მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, ვინდაინდან პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების საშუალება“,-ნათქვამია ამირან გამყრელიძის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics