|
2021-09-20 15:54:02, 447 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავების პროფესიული დღე აღნიშნა
უკვე მეხუთე წელია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 20 სექტემბერს პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. წლევანდელი პროფესიული დღე „თბილსერვისის“ დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა. დედაქალაქის მერმა მოადგილე ანდრია ბასილაიასა და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად, დასუფთავების დეპარტამენტის 24 თანამშრომელს მთელი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. „დღეს „თბილსერვისის“ თანამშრომლებს პროფესიული დღე მივულოცეთ. მინდა, ამ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი ქალაქისთვის აკეთებენ, რომ დედაქალაქი ყოველთვის იყოს მოწესრიგებული და სუფთა. ამ ყველაფერში მათი ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. დიდი მადლობა მათ ქალაქის სიყვარულისთვის და იმისთვის, რასაც აკეთებენ“, - განახადა კახა კალაძემ. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ თანამშრომლებისთვის შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით მიცემული დაპირებების შესრულება აქტიურ რეჟიმში, ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„ვულოცავ ჩვენს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს. მადლობას ვუხდი მათ შრომისთვის და ვუსურვებ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. რაც შეეხება თანამშრომელთა შრომის პირობებს, სპეციალური ფორმების დარიგება, როგორც ეს ნათქვამი გვქონდა, 10 სექტემბრიდან უკვე დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება. ასევე, სპეცტექნიკის შესაძენად ტენდერიც დასრულდებულია და გამოვლენილია გამარჯვებული, რომელიც მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან 74 ერთეულ სხვადასხვა ზომისა და ფუნქციის დასუფთავების სპეციალიზებულ ტექნიკას შემოიყვანს“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. დაჯილდოების გარდა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ იუბილარ თანამშრომლებს დაბადების დღე მიულოცა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)