|
2021-09-20 10:22:29, 800 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამეს ალ მაზროუეიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოირჩევა სოციალური და სამუშაო პირობების თანამედროვე სტანდარტებით, მათ შორის მაღალი ანაზღაურებით. 2020 წლის მონაცემებით, საამიროების დროშის ქვეშ მცურავი ფლოტი 631 გემისგან შედგება, რომელთა საერთო ტევადობა 740 DWT-ს უახლოვდება. საზღვაო განათლებისა და მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს და ქართველი მეზღვაურების რეპუტაცია საერთაშორისო საზღვაო სივრცეში. სწორედ ამ ფაქტორების ზემოქმედებით ყოველწლიურად ფართოვდება მსოფლიო დასაქმების ბაზარი ჩვენი მეზღვაურებისათვის. დღეს მათ უკვე 61 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტზე შეუძლიათ დასაქმება, მათ შორის 18 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამ დროშების ქვეშ მსოფლიო ფლოტის 80%-ზე მეტი დაცურავს.
აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს
საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ლიგაში მარცხის შემდეგ მეტოქეს თავს დაესხა და ყბა მოტეხა
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
თეთრმა სახლმა ვიტკოფსა, კუშნერსა და პუტინს შორის შეხვედრას „მნიშვნელოვანი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)