02:01 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-19 11:18:28, 820 ნახვა

საზოგადოება
სუს-ის კრებსი - მღვდელმა თბილისში პატრიარქის მდივანი სცემა და სხვა სასულიერო პირებსაც გაუსწორდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს სასულიერო პირებმა ერთმანეთი სცემეს, კრებსში წერია, რომ  პატრიარქის მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს თბილისში  წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მიქაელ ალანიამ სცემა. ალანია რამდენიმე მღვდელმსახურსაც ფიზიკურად გაუსწორდა.

" მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს ქ. თბილისში, კანდელაკის #6-ში მდებარე წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დიმიტრი ბურდულმა (გამოყენებულია პირადი მონაცემები) აცნობა, რომ მისი ტაძრის მღვდელმსახურმა მიქაელ ალანიამ (გამოყენებულია პირადი მონაცემები) ნასვამ მდგომარეობაში მასსა და რამდენიმე სასულიერო პირს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მ. ბოტკოველმა აღნიშნული ინფორმაცია შეატყობინა ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძეს, რომელიც გეგმავს მ/წლის 1 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბაროს ინციდენტში მონაწილე პირები. " - წერია სუსიდან გამოჟონილ კრებსში.

აქედანვე ირკვევა, რომ მღვმდელმსახურ ალანიას ერთი თვის ვადით შეუჩერდება მღვდელმსახურების უფლება, ხოლო სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ გადაიყვანენ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში არსებულ რომელიმე ტაძარში.  

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics