|
2021-09-17 22:42:28, 819 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი- საპატრიარქოსთან სრული კოორდინაცია და შეიძლება ითქვას ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს
ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს რომელიც ეხება ჩვენი საზოგადოების ბედს და ქვეყნის მომავალს ამ საკითხებზე გავქვს სრული კოორდინაცია და ჰარმონიული ურთიერთობა შეიძლება ასე ითქვას თავისუფლად. - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"- ის ეთერში ისაუბრა. იგი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და თქვა რომ, ეს ჩანაწერები მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ეკლესიას და სახელმწიფოს შორის უთანხმოების ჩამოგდებას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ექსპერტიზაამ უნდა დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა. "ჩვენი მთავარი პირობა იყო რომ ეს უკანონო მოსმენები დასრულდებოდა. სახელმწიფო სამსახური და საიდუმლო სამსახური ყველა ქვეყანას აქვს შემქნელი, ოდითგანვე რაც შეიქმნა კაცობრიობა. პირველი მზვერავები რომ შეიქმნენ. მას შემდეგ რაც კაცობრიობა დედამიწაზე ცხოვრობს ეს სამსახური არსებობს. ბუნებრივია კაცობრიობას სჭირდება შესაბამისი სტრუქტურუები. რაც შეეხება ამ გავრცელებულ მასალებს. პირველი უნდა დადგინდეს ავთენტურობა. ბუნებრივია ამას სჭირდება ექსპერტიზა და შესწავლა,მოგეხსენებათ რომ რამდნიმე ათასი, 70 ათასი ფაილია თუ არ ვცდები ატვირთული,ფაილი არაა, ვორიდს ფაილები,ჩვენც შეგვიძლია ძალიან მარტივად დავწეროთ ეს . აქ რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ტყუილს შევურევთ ,95% ტყუილს ვიტყვით. აი,ეს ტყუილი მართლი არის არეული . ჯერ ერთი არავის არ დაუდგენია ამ ატვირთული ცნობებიდან 1% , 2%,იქნება ნამდვილად არის თუ არა დაკანონენული. და მთავარი, მთელი საარჩევნო კამპანია ისე გავიდა,რომ არავითარი საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებია "ნაცმოძრაობას",რატომ, იმიტომ რომ არავითარი სათქმელი არ აქვთ,არც საარჩევნო პროგრამა,არც დაპირება, არავითარი ხედვა,ნული. რა თქმა უნდა მათ იცოდნენ ამის თაობაზე და მე ვთქვი კიდევაც, სააკაშვილს წამოცდა 6 აგვისტოს რომ გარკვეული მასალები, კომპრომატები ჰქონდათ ეკლესიის წინააღმდეგ მათი მიზანი ის იყო, უთანხმოების ჩამოვარდნა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ,მე მინდა აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩვენი ღრმა პატივისცემა ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ. მოგეხსენებათ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა,მთავრობა და ეკლესია და სრულ კოორდინაციაში ვართ,და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს რომელიც ეხება ჩვენი საზოგადოების ბედს და ქვეყნის მომავალს ამ საკითხებზე გავქვს სრული კოორდინაცია და ჰარმონიული ურთიერთობა შეიძლება ასე ითქვას თავისუფლად. პატრიარქი არის სახელმწიფო უსაფრთხოების და სახელმწიფოს დაცვის ქვეშ. რომელი სახელმწიფო ან მთავრობა არ ზრუნავს პატრიარქის უსაფრთხოებაზე,მე ამიტომ ვამბობ რომ გასარკვევია და იდენტიფიკაციაა მოსახდენი.ამ ჩანაწერებიდან რომლის იყო ლეგიტიმური და რომელი არ იყო."-განაცხადა ღარიბაშვილმა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)