|
2021-09-17 11:01:21, 399 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმა განიხილეს
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმა განიხილეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გეგმა მოიცავს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას ნარჩენების მართვისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების მოთხოვნების გათვალისწინებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, 8 მუნიციპალიტეტთან და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით და აქტიური მონაწილეობით. მათივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ნარჩენების მართვის გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები –საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. „შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კახეთის მხარეში ნარჩენების მართვის საპილოტე პროექტი ხორციელდება. ნარჩენების მართვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენი მიზანია კახეთის რეგიონისთვის შევქმნათ ისეთი ნარჩენების მართვის მოდელი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებისა და შვედეთის გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, რომელიც აღნიშნულ ონლაინ შეხვედრას ესწრებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შვედეთის გევლეს ასოციაციის წარმომადგენელი/ექსპერტი პერ-ოლაფ ჰალბერგი, სბმკ „ორქისის” წარმომადგენლები, ექსპერტები და კახეთის რეგიონული ნარჩენების მართვის გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)