|
2021-09-16 15:51:02, 422 ნახვა
საზოგადოება
GITA-ს, Capstone Group-სა და Auto Gallery-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, Capstone Group-სა და Auto Gallery-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. Capstone Group-ი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, მისი მიზანია სტარტაპებს განვითარების მეტი პერსპექტივა გააჩნდეთ, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ფლობდნენ ინფორმაციას მენეჯმენტის ეფექტური მოდელების, საერთაშორისო ფინანსური და იურიდიული სისტემებისა და სტანდარტების შესახებ. შესაბამისად, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ერთობლივ პროექტებს, როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო დონეზე. Auto Gallery -თან მემორანდუმი ითვალისწინებს, 100 000 ლარიანი საგრანტო პროექტის ფარგლებში შერჩეული ორი სტარტაპის დაფინანსებას 100 000 და 50 000 ლარიანი საინვესტიციო კომერციული წინადადებით, ხოლო Capstone Group-ი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეშვიდე რაუნდის სამ გამარჯვებულს დააჯილდოებს საკონსულტაციო პაკეტებით. პაკეტი მოიცავს ჯამში დაახლოებით 87 000 ევროს ღირებულების სერვისებს; ასევე GITA-ს ყველა ბენეფიციარისთვის დააწესებს 30%-ფასდაკლებას სერვისებზე, რაც მოიცავს ბიზნეს, იურიდიულ და საგადასახადო კონსულტაციებს და მენტორობას, როგორც Capstone -ის, ისე მისი პარტნიორი ორგანიზაციებისგან. კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა სტარტაპების ინვესტიციების და მენტორობის პროცესში მნიშვნელოვან როლს იძენს ქართული სტარტაპების ინტერნაციონალიზაციის პროცესში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო Capstone Group -თან თანამშრომლობას სხვა ,,ენჯელ ინვესტორების“ დაინტერესების კუთხითაც გააგრძელებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)