|
2021-09-15 11:14:54, 593 ნახვა
საზოგადოება
საქართველო დასუფთავების მსოფლიო დღეს სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს
დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 17-19 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავების აქციები გაიმართება. „ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხზე. ამ მიმართულებით, დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნარჩენების სწორი მართვაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ უარყოფითი შედეგებისა და საფრთხეების შესახებ, რისი გამოწვევაც შეუძლია საყოფაცხოვრებო თუ სხვა ტიპის, მათ შორის სახიფათო ნარჩენების გარემოში მოხვედრას. აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ პასუხისმგებლობა ჩვენი საარსებო გარემოს წინაშე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ ილლესი და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე. „შვედეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან და საზოგადოებასთან ერთად, რათა გააუმჯობესოს საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა. მე ვფიქრობ, ეს არის საქართველოს კამპანიის მიზანი, რაც ამავდროულად შეადგენს გლობალური კამპანიის ნაწილსაც, რომ შეძლოს და აამაღლოს ცნობიერება ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენების და გადამუშავების კუთხით“, - განაცხადა ერიკ ილლესმა. “დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად ჩამოვაყალიბეთ და წელსაც კოვიდ რეგულაციების დაცვით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება დასუფთავების აქციები”-განაცხადა ნინო ჩხობაძე. დასუფთავების საერთაშორისო დღე და მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და მისი კლიმატის ცვლილების პროცესზე ზეგავლენის მნიშვნელობაზე. საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანაა ჩართული.
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
მოიგეთ 10,000 ლარი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდისას - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)