|
2021-09-13 12:08:44, 789 ნახვა
ეკონომიკა
„პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამით" გათვალისწინებული აუდიტში საქართველომ ისევ საუკეთესო შეფასება მიიღო," - საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი
„პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამით" გათვალისწინებულ აუდიტში საქართველომ კვლავ საუკეთესო შედეგი მიიღო. აუდიტის შედეგები საქართველოს საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობამ აშშ-ს დელეგაციასთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო აშშ-ს მთავრობის „პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაში" მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც 2014 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოწმდება საზღვაო უშიშროების დონე საქართველოს ნავსადგურებში. პანდემიის გამო 2020 წელს დაგეგმილი აუდიტი 2021 წელს ჩატარდა. მისი თქმით, ასევე ფასდება სახელმწიფოს მიერ ნავსადგურების და გემების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) სათანადო დანერგვა. სწორედ აღნიშნული აუდიტის შედეგად საქართველოს პორტებში დამუშავებული ტვირთი და გემები აშშ-ს ნავსადგურებში უსაფრთხოდ არის ცნობილი. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართულ ნავსადგურებში უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველო წლიდან წლამდე აუმჯობესებს მაჩვენებლებს. 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველომ საუკეთესო შეფასება მიიღო, რისთვისაც საქართველოს დელეგაციას აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა სპეციალური ჯილდო "Excellency Award'' გადასცა. წელს ჩატარებული აუდიტის შედეგები კი აჩვენებს, რომ აღნიშნული მიღწევები არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, არამედ გავაუმჯობესეთ," - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.
აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს
საქართველოს ნაკრების წევრი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ლიგაში მარცხის შემდეგ მეტოქეს თავს დაესხა და ყბა მოტეხა
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
თეთრმა სახლმა ვიტკოფსა, კუშნერსა და პუტინს შორის შეხვედრას „მნიშვნელოვანი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი კიევში ვიტკოფს და კუშნერს ხვდება
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)