|
2021-09-06 16:41:10, 601 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოში საჰაერო მიმოსვლა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 90 პროცენტითაა აღდგენილი
„საქართველოში სამოქალაქო ავიაციის გაძლიერებამ ხელი შეუწყო მგზავრთნაკადის სწრაფი აღდგენის ტემპს და ეს ყველაფერი ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე აისახება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე, რომლის დროსაც მათ საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის დინამიკის ტენდენციები გააცნო. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, რაც უკვე აისახა დადებით მაჩვენებლებში. კერძოდ, 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98 პროცენტით აღდგა ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახორციელებენ. ამასთან, 91 პროცენტით აღდგა ფრენების მიმართულება; 81 პროცენტით - ფრენების სიხშირე; 72 პროცენტით - ქვეყნების რაოდენობა და 70 პროცენტით - მგზავრთნაკადი. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ევროპის საჰაერო სანავიგაციო უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL - მა საქართველო დაასახელა რიგით მეორე ქვეყნად, რომელსაც აქვს ყველაზე სწრაფი აღდგენის დინამიკა ავიაციის კუთხით. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი და სხვ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამოქალაქო ავიაციის გაძლიერების დინამიკა აისახება კონკრეტულ მონაცემებში. 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში, საჰაერო მიმოსვლა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 90 პროცენტითაა აღდგენილი. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ აგვისტოს მონაცემებით აღდგენილია 90 პროცენტამდე იმ პირდაპირი მიმართულებების რაოდენობა, სადაც გვაქვს ოპერირება სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავიაციის გაძლიერებამ ხელი შეუწყო მგზავრთნაკადის სწრაფი აღდგენის ტემპს, ყოველივე ეს კი ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე აისახება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი, სამოქალაქო ავიაციიის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)