17:08 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 16:14:46, 613 ნახვა

მსოფლიო
ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი-პანჯშირის პროვინცია, მტრის ბოლო სიმაგრე, სრულად დავიპყარით

“თალიბანის“ განცხადებით მათ პანჯშირის პროვინცია სრულად დაიკავეს- ამის შესახებ ინფორმაციას მათი  სპიკერი, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.  მისი თქმით, მათ  პანჯშირის პროვინცია, მტრის ბოლო სიმაგრე, სრულად დავიპყრეს

"ამ გამარჯვებითა და უკანასკნელი მცდელობებით, ჩვენი ქვეყანა ომის მორევიდან ამოვიდა და ჩვენი ხალხი ბედნიერად იცხოვრებს მშვიდობაში, თავისუფლებასა და კეთილდღეობაში, მთელ ქვეყანაში[…] პანჯშირის მაცხოვრებლებს ვაძლევთ სრულ გარანტიას, რომ ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლები არ იქნებიან, ყველა მათგანი ჩვენი ძმები არიან. ქვეყანასა და მიზანს ერთად ვემსახურებით" – წერს ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი.

თუმცა ავღანეთის ეროვნული ფრონტის წარმომადგენლები ჯერ კიდევ საპირისპიროს ამტკიცებენ BBC-სთან საუბრისას.

"პანჯშირი თალიბანს არ დაუკავებია, მე უარვყოფ ამ განცხადებას" – ამბობს ეროვნული წინააღმდეგობის სპიკერი, ალი მაისამი. 

შეგახსენებთ,რომ გასულ ღამეს პანჯშირი მძიმე თავდასხმების ქვეშ იყო. წინააღმდეგობის წევრები პაკისტანს თალიბანის საჰაერო მხარდაჭერაში  სდებს ბრალს წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერი, აჰმად მასუდი გუშინ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ემზადებოდა, თუმცა შეტაკებები არ შემწყდარა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics