|
2021-09-04 17:36:01, 373 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - წყალტუბოში ახალი ტურისტული ადგილი - თეთრა მღვიმე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას
სასიხარულოა, რომ შეიქმნა ახალი ტურისტული ადგილი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ მღვიმე და გაეცნონ მის უნიკალურ ისტორიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში თეთრა მღვიმის დათვალიერებისას განაცხადა. ახალი ტურისტული სივრცის შესახებ ინფორმაცია პრემიერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გააცნო. ეკოტურისტული სივრცე საშუალებას იძლევა, მოეწყოს ქართული და უცხოური ღვინის გამოფენები, კონფერენციები და ტრადიციული ფესტივალები. დაგეგმილია პირველი ღვინის მაღაზიის მოწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება მღვიმეში დაძველებული ღვინოები. კერძო ინვესტიციის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ღირებულება 400 000 ლარამდეა. მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ღვინის სადეგუსტაციო და ტურისტული დანიშნულების ლოკაცია და ბილიკები. მღვიმე აღიჭურვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახანძრო და ავარიული უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟდა თანამედროვე გარე და შიდა განათების სპეციალური სისტემა. თეთრა მღვიმე პირველია, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)