|
2021-09-04 12:53:22, 592 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ოფიციალური სტატისტიკით სააკაშვილის დროს, 219 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ დროს 10 ათასით არის გაზრდილი
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის დროს, 219 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა, ხოლო მოქმედი ხელისუფლების პერიოდში 10 ათასით გაიზარდა. „მუდმივად მიდის აპელირება და კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოსახლეობა შემცირდა და ასე შემდეგ. ამ დროს, რომ შევადაროთ, წინა ხელისუფლების დროს, სააკაშვილის დროს, ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებია, 219 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ დროს, რა თქმა უნდა, მცირედი ზრდაა და ეს სატრაბახო ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა საუბარია ფაქტებზე და სიმართლეზე, სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ - ჩვენს მოსახლეობას. 10 ათასით არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, მცირედით არის გაზრდილი, მაგრამ როცა საუბარია ასეთ უსაფუძვლო კრიტიკაზე, აქვე აუცილებელია, ფაქტები მოვიყვანოთ და სიმართლე ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)