|
2021-09-03 16:22:28, 606 ნახვა
საზოგადოება
15 სექტემბრიდან თბილისის ბაღებში პროდუქტების დარიგება დაიწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება 15 სექტემბრიდან დაიწყება. სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო.-ინფრომაციას თბილისის მერია ავრცელებს. „2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყების გადადების გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 15 სექტემბრიდან განაახლებს აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემას. ჩვენ მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი შარშან, 19 სექტემბრიდან დავიწყეთ და ყოველთვის, როცა ჩერდებოდა სააღმზრდელო პროცესი, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნობათი აღსაზრდელებს ურიგდებოდათ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ამჯერადაც, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ათიათასობით აღსაზრდელის ოჯახისთვის“, - განმარტა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ. „პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები. დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი: შაქარი - 1კგ, ფქვილი - 1 კგ, შვრია - 1კგ, მაკარონი - 1კგ, ხილფაფა - 1 ქილა, ზეთი - 1 ლ, კვერცხი - 6ც, ჩაი - 1 კოლოფი, ყველი - 0,5 კგ, რძე - 2 ლ. თბილისში 188 საბავშვო ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი ირიცხება. „-ნათქვამია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)