|
2021-09-03 14:22:36, 425 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძე კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გარდაცვალების შემთხვევებზეც ისაუბრეს და აღინიშნა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია. სპეციალისტების განცხადებით, გარდაცვალების შემთხვევები კვლავ დომინანტური რჩება მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში. გამოიკვეთა, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა. სწორედ ამიტომ, მინისტრმა ხაზგასმით 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს აცრის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „გავუფრთხილდეთ ჩვენს ასაკოვან მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ოჯახის წევრებს, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ერთი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი არის 2.85%, ხოლო ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში - 2.13%. არავაქცინირებულებში, 60 წელს ზემოთ პირებისთვის დაინფიცირების რისკი არის, თითქმის 95%. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ კვლავ მოვუწოდოთ ამ ასაკის მოქალაქეებს, ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად ჩაერთონ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 3 სექტემბრის მონაცემებით , საქართველოში 1 259 391 აცრაა ჩატარებული. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)