12:26 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 10:56:18, 339 ნახვა

საზოგადოება
თიბისი ბიზნეს კლუბის წევრებს დიზაინ ფიქრის სესიაზე იწვევს

10 სექტემბრიდან თიბისი ბიზნესის მხარდასაჭერად ორგანიზებულ კურსებს გაანახლებს და ბიზნეს კლუბის წევრებს საინტერესო სესიებზე იწვევს. 10 სექტემბერს კლუბის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გერმანიაში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, ბრენდისა და პროდუქტის განვითარების სპეციალისტის ერეკლე ინაშვილის კურს დაესწრონ დიზაინ ფიქრის (Design Thinking) შესახებ.  

დიზაინ ფიქრი არის მუდმივი პროცესი, რომლის დროსაც ადამიანები ცდილობენ, მეტი გაიგონ მომხმარებელზე, გამოიტანონ სწორი დასკვნები, ადეკვატურად შეაფასონ გამოწვევები,  დასახონ სტრატეგიები და პრობლემების გადაჭრის გზები მოძებნონ. როგორ გამოიყენება დიზაინ ფიქრის ინსტრუმენტები კომპანიაში პრობლემების იდენტიფიკაციისათვის და მათ გადასაჭრელად - ამ საკითხებს ერეკლე ინაშვილი სამუშაო სესიაზე თიბისის ბიზნესკლუბის წევრებთან ერთად განიხილავს.

სესიაზე დიზაინ ფიქრის რამდენიმე მეთოდოლოგიას განიხილავენ, რომლებიც ბიზნესის მნიშვნელოვანია გამართულად მუშაობისთვის ესენია MVP, Stakeholder Map და Business Model Canvas.

თიბისის ბიზნესკლუბი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და უკვე ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც ბიზნესისთვის სასარგებლო, კომპეტენტური აზრები იცვლება. ესაა ადგილი, სადაც ადამიანები ვირტუალურად იკრიბებიან, ერთმანეთს ეცნობიან, საუბრობენ თავიანთ ბიზნესსაჭიროებებზე და იღებენ ფინანსურ თუ არაფინანსურ მხარდაჭერას. აქ იმართება სალექციო კურსები, შეხვედრები, ინდივიდუალური კონსულტაციები, წევრები სარგებლობენ სპეციალური შემოთავაზებებით. ეს ყველაფერი კი ერთი მიზნისთვის — ბიზნესის გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად კეთდება.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბიზნესკლუბის წევრი, შემოუერთდით ფეისბუქ ჯგუფს, სადაც მიიღებთ მეტ ინფორმაციას სამომავლოდ დაგეგმილი შეხვედრების, სესიების, სალექციო კურსებისა და თქვენს ბიზნესზე მორგებული შემოთავაზებების შესახებ.

გაიგეთ მეტ კურსის შესახებ : https://bit.ly/Designthinking-course





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics