|
2021-09-02 15:05:23, 433 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარსელაძე - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მისი ძალიან დახმარებით, დავიწყეთ პროგრამა განახლებული რეგიონები, რომელშიც ჭიათურა გამორჩეულია
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მისი ძალიან დახმარებით, დავიწყეთ პროგრამა განახლებული რეგიონები, რომელშიც ჭიათურა გამორჩეულია და 15 მუნიციპალიტეტს დამოუკიდებლად, უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა მიეცა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის და ასეთი მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე პროგრამის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. „ჭიათურაში ამჟამად 7 ობიექტზე და ჯამში მთლიანად ცენტრალური უბნის ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ჭიათურის ცენტრალურ მდებარეობას, აბსოლუტურად განახლებულ, ევროპულ და ევროპული შესაძლებლობების მქონე ცენტრად აქცევს. ეს მხოლოდ დასაწყისია, ვინაიდან პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარი მხოლოდ პირველ ეტაპზეა და მას აუცილებლად ექნება გაგრძელება", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)