|
2021-09-02 15:03:21, 427 ნახვა
საზოგადოება
ზვიად შალამბერიძე - ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების, თვითმმართველობების გაძლიერება და დეცენტრალიზაცია
„პასუხისმგებლობა, რასაც მომავალი მერი იღებს, ეს არ არის მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა ზესტაფონის განვითარებისთვის, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, ყველა მინისტრის და მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალის პასუხისმგებლობა. ჩვენ, როგორც აქამდე, ერთი გუნდით მოვდიოდით და ასე ერთი გუნდით გავაგრძელებთ სვლას - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ „ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატის ვასილ გველესიანის წარდგენაზე. მისი თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება, თვითმმართველობების გაძლიერება და დეცენტრალიზაცია. „ჩვენ ყველანი ამაზე ვსწავლობთ, მთავარია, რომ ვვითარდებით და წინ მივდივართ. სწორედ ეს არის დღევანდელ დღეს ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ჩვენმა ქვეყანამ უპასუხოს იმ ევროპულ სტანდარტებს, რომლისკენაც მივიღწვით და ვცდილობთ გავაძლიეროთ რეგიონები. ჩემთვის, როგორც მხარეში რწმუნებულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთის, იმ კუთხის სიძლიერე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონია საქართველოში. იმერეთში, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით არის განვითარებული ინდუსტრია და ფაქტიურად ერთ-ერთი ლოკომოტივია ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. ჩვენ ყველა მიმართულებით შევუწყობთ არა მარტო დიდ ბიზნესებს ხელს, არამედ ყველა იმ მცირე მეწარმეს, რომელსაც ექნება საშუალება ჩაერთოს და გამოიყენოს ის სიკეთე, რომელსაც სთავაზობს სახელმწიფო. ყველა ეს სიკეთე გვინდა თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ. ამაში საჭიროა თქვენი ჩართულობა, ყველა ადამიანის, რომელმაც შეიძლება ჯერ კიდევ არ იცის, თუ რამხელა სიკეთე შეუძლია მოუტანოს მას სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობამ" - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. ,,ეს პროექტები ყველასთვის ხელმისაწვდომია და ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ეს სიკეთე. ის პასუხისმგებლობა, რასაც მომავალი მერი იღებს, ეს არ არის მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა ზესტაფონის განვითარებისთვის, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, ეს არის ყველა მინისტრის პასუხისმგებლობა და მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალის. ასე, რომ ჩვენ როგორც აქამდე ერთად, ერთობით და ერთი გუნდით მოვდიოდით, აი ასე ერთი გუნდით გავაგრძელებთ სვლას" - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)