|
2021-09-02 14:42:04, 661 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ჩვენმა დიდმა გუნდმა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ისტორიული გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას
ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანაში მოიტანა მშვიდობა და სტაბილურობა, ჩვენს მოქალაქეებს დაუბრუნა თავისუფლება, ღირსება და ყველა ის სირცხვილი, აგრესია და ძალადობა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო გამეფებული ჩვენს ქვეყანაში, წარსულს ჩავაბარეთ ყველამ ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი დღეს მოსახლეობას ესაუბრება მიღწევებზე, პრობლემებზე, შეცდომებზე, გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე ამ ეტაპზე არსებობს და გამოსავლის გზებზე. „2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ჩვენმა დიდმა გუნდმა, ჩვენი ერთობით, ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ისტორიული გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. სწორედ თქვენი დახმარებით, თქვენი გვერდში დგომით ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ ისტორიულ არჩევნებში და მას შემდეგ 7 არჩევნებში ასევე ღირსეულად ვიმარჯვებთ. მე-8 არჩევნებშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. რატომ? იმიტომ, რომ ხალხი ხედავს, რომ „ქართულ ოცნებას" არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალურები და უშეცდომონი. რომელი მმართველია იდეალური ან უშეცდომო, ყველას მოგვდის შეცდომა, დაწყებული რიგითი სპეციალისტიდან, პრემიერის ჩათვლით, მაგრამ ჩვენ გვესმის მთავარი - ამ შეცდომებს სჭირდება გააზრება, ბოდიშის მოხდაც და წინსვლის გაგრძელება. ჩვენ არ გვრცხვენია არც შეცდომების აღიარების, არც ბოდიშის მოხდის და ამის გამოსწორების გზაც და უნარიც გაგვაჩნია - მთავარი, რაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს სხვა დანარჩენი ოპოზიციისგან გამოარჩევს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)