20:58 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 14:59:20, 513 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში უცნობი დაავადებით 50 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმრავლესობა ბავშვია

უკვე ერთ კვირაზე მეტია, ჩრდილოეთ ინდოეთის შტატის უტარ -პრადეშის ზოგიერთ რაიონში  ამოუცნობი დაავადების შედეგად ადამიანები იღუპენიან-ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათი თქმით,სულ მცირე 50 ადამიანი, ძირითადად ბავშვები, დაიღუპნენ სიცხისგან, ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი  საავადმყოფოში გადაიყვანეს, გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან არცერთს არ დაუდასტურებია კორონავირუსი.

 ბევრი მათგანი უჩიოდა სახსრებისა და  თავის ტკივილს, გაუწყლოებას და გულისრევას. ზოგიერთ შემთხვევაში, გამონაყარს ხელისა და ფეხის არეში.

ექიმების აზრით, რაიონში - აგრაში, მათურაში, მაინპურიში, ეტაში, კასგანჯსა და ფიროზაბადში   სავარაუდოდ პაციენტების დაღუპვის მიზეზი დენგეა, ვირუსული ინფექცია, რომლის ძირითად გადამტანს კოღო წარმოადგენს. მედიკოსები განმარტავენ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობას თრომბოციტები შემცირებული აქვს, რაც დენგეს მძიმე ფორმისთვისაა დამახასიათებელი.

მსოფლიოში დაფიქსირებული დენგეს შემთხვევების დაახლოებით 70% აზიის ქვეყნებზე მოდის. დაინფიცირებულ ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოზრდილებთან შედარებით 5-ჯერ მეტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics