|
2021-09-01 13:45:18, 395 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარსელაძე- რიკოთის საერთაშორისო გზის მშენებლობაში დასაქმებულთა 70%-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეა
აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის ხარაგაულის გზის მონაკვეთი ცნობადი გახდება საერთაშორისო მასშტაბით და სწორედ ხარაგაულის მკვიდრია რიკოთის პროექტის განხორციელებაში ჩართული 70%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ხარაგაულის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, პროექტში მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობა მიმდინარე სამუშაოში მუდმივად მონაწილეობს, იღებს ახალ ცოდნას და გამოცდილებას, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების 10 წლიანი გეგმის განხორციელების პროცესისთვის მნიშვნელოვანია. „აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალი არ არის მხოლოდ გზა, ეს არის ის შესაძლებლობა, პასუხი იმ ყოველდღიურ საჭიროებებზე, რომლის ფარგლებშიც აშენდა ახალი იუსტიციის სახლია, ბაღი, შენდება შესაბამისი მოედნები, ისტორიულად ჩამოყალიბებული მდებარეობები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია თავიანთი ნაწარმის რეალიზაცია უკვე სულ სხვა პირობებში. ეს არის 7000 კვ.მ. ტერიტორია, სადაც დაცული იქნება საგზაო უსაფრთხოება და ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისათვის, რომ ადამიანებმა ყოველდღიური ბიზნესი განავითარონ"-,განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს დასრულდება ხარაგაულის მიმართულებით გზის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, წყალმომარაგების მიმდინარე პროექტის განხორციელების შედეგად კი, 2022 წელს, უკვე ხარაგაულის ყველა მცხოვრებს წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)