|
2021-09-01 12:59:31, 416 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში რეგისტრაცია იწყება
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. აღნიშნული განპირობებულია პროგრამის მიმართ ფერმერების დიდი ინტერესით, რათა არ მოხდეს სერვერების გადატვირთვა და თავიდან აცილებული იქნას შესაძლო ტექნიკური ხარვეზები. პროგრამაში დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის I ეტაპზე ხდება პირველადი რეგისტრაცია, რაც შესაძლებელია 1 სექტემბრის 12:00 საათიდან. პროგრამა ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას მოიცავს. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორის (გამწევი ტექნიკა), ხელის ტრაქტორის (მოტობლოკი), ტრაქტორზე მისაბმელის (იმპლემენტი) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკის. დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი. მეორადი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და კომბაინის შეძენა დასაშვებია შპს - სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან. პროგრამით დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 100,000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში - თანადაფინანსება შეადგენს ღირებულების 35% - ს, მაგრამ არაუმეტეს 35,000 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ ღირებულება შეადგენს 100,000 ლარს და მეტს - თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30% -ით, მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარისა. პროგრამაში ბენეფიციარების განაცხადების მიღება შეწყდება პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვისას. პროგრამაში რეგისტრაციის პროცესის გასამარტივებლად სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერზე განთავსებულია ვიდეო ინსტრუქცია. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია და ხორციელდება სოფლის განვითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლებში.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)