|
2021-09-01 12:18:47, 340 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერია თბილისში ქუჩის ხელოვნების განვითარების მიზნით არაერთ პროექტს განახორციელებს
ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ქუჩის მხატვრობის 70-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „ბოლო წლებში, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მკაფიოდ გამოხატული ურბანული სტილის ხელოვნება - „სტრიტ არტი“. ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული ქმედებების სტატუსს თავი მეტ-ნაკლებად დააღწია და თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების მქონე ატრაქციად იქცა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, რამდენიმე წელია თბილისის მერიის ხელშეწყობით, დედაქალაქში ქუჩის მხატვრობის ფესტივალები იმართება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები მონაწილეობენ. „2019 წელს, დედაქალაქში დაფუძნდა ბერლინის „მურალ ფესტის“ ანალოგი - „თბილისის მურალ ფესტი“, რომლის ფარგლებშიც უკვე მოიხატა 15 კედელი და წელს დაგეგმილია კიდევ 10-მდე კედლის მოხატვა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში - ვარკეთილში, ბახტრიონზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის კვარტლებსა და ჩუღურეთში. თბილისის მერიისა და „ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ თანამშრომლობა უკვე რამდენიმე ნაყოფიერ წელს ითვლის, მადლობა მათ თანამშრომლობისთვის. ასევე, მივმართავ ბიზნესკომპანიებს, თუ სურვილი აქვთ ჩაერთონ მსგავს პროექტებში, რომ ქართველი არტისტების საქმიანობას შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)