|
2021-09-01 12:16:52, 410 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარედ, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „აღნიშნულ ტერიტორიაზე გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით, უხვი ნალექის დროს. სანიაღვრე ქსელი, ფაქტობრივად, ვერ ატარებს მოსულ ნალექს და შეტბორვა ხდება. ელემენტარულად, მანქანით გადაადგილებაც კი შეუძლებელია ასეთ დროს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. სანიაღვრე ქსელი, ფაქტობრივად, მწყობრიდანაა გამოსული. პროექტის ფარგლებში, 330 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რაც წვიმის შემთხვევაში, წყლის შეტბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, ხვალიდან მირიან მეფის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ხოლო მომდევნო პერიოდში, შეზღუდვები ეტაპობრივად, გზის სხვადასხვა მონაკვეთში გაგრძელდება. „მინდა, ამ დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო, თუმცა მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ პროექტის განხორციელება აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია იმისთვის, რომ იგივე პრობლემები არ მივიღოთ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში, უხვი ნალექის დროს ხდებოდა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოიხსნას. კიდევ არის სხვა ქუჩები, განსაკუთრებით ე.წ. დიღმის აგარაკებზე, სადაც ხევები, სამწუხაროდ, ამოვსებულია და უხვი ნალექის დროს წყალი ოჯახებში ვარდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლადაც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას იგი“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)