14:07 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 17:53:10, 548 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე ძმები კაკაბაძეებისა და ივანე კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, წინასაარჩევნო შეხვედრა ძმები კაკაბაძეებისა და ივანე კერესელიძის ქუჩების მოსახლეობასთან გამართა.

ზურაბ აბაშიძე უბნის მცხოვრებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინიციატივებს პირადად გაეცნო და მოინახულა ისტორიული შენობები, სადაც გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი.

ზურაბ აბაშიძე: „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ძმები კაკაბაძეებისა და ივანე კერესელიძის ქუჩების მოსახლეობასთან. მათთან ერთად ვისაუბრე მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, განვიხილეთ ის ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ძველი თბილისის განახლებას და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მოვლა-პატრონობას.

მთაწმინდაზე გავიზარდე და იმედია არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ  ეს უბანი ნამდვილად არის ჩვენი თბილისის გული თავისი გამორჩეული ისტორიით, წარსულით, აწმყოთი, ასევე, დარწმუნებული ვარ, მომავლითა და რაც უმთავრესია, აქ მცხოვრები ადამიანებით. შესაბამისად, პირადად ვიზრუნებ, რომ ყველა ის პროექტი, რომელსაც მომავალში „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად განვახორციელებთ ორიენტირებული იყოს, როგორც რაიონის განვითარებასა და წინსვლაზე, ასევე, თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე".

მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩის მოსახლეობასთან გამართავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics