|
2021-08-31 17:02:56, 481 ნახვა
საზოგადოება
ჯვარიმინდორის საპიკნიკე ზონით სარგებლობა მოგზაურებს მალე შეეძლებათ
ჯვარიმინდროზე საპიკნიკე ზონის მოწყობა მიმდინარეობს.- ინფრომაციას აჭარის მთავრობის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი თქმით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურას აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე აკეთებს. ჯვარიმინდორზე მიმდინარე სამუშაოებს სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძე გაეცნო. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ადგილზე დამონტაჟებულია საქანელები, ფანჩატური და საცეცხლური. საპიკნიკე ზონით სარგებლობა მოგზაურებს სექტემბრის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ. „ჯვარიმინდორის იალაღებზე, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს, საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრების მოწყობა იგეგმება. საკემპინგზე ზონა უკვე შერჩეულია, სამშენებლო სამუშაოები კი სექტემბრიდან დაიწყება. პროექტის მიხედვით, ტურისტულ თავშესაფრებში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცეების, ხის მაგიდების, ხის სკამების, კედელზე მიმაგრებული კარადების, ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება. ღია სივრცეში კი საშხაპეები და საპირფარეშოები გაკეთდება. ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.“-ნათქვამია განცხადებაში
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)