|
2021-08-31 13:09:39, 726 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჩხენკელი - იმ სოფლებსა ან ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში
4 ოქტომბერს, იმ სოფლებში ან ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში, ასევე მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს სურს თუ არა კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მინისტრის თქმით, სამინისტროს მიერ მაქსიმალურად მოქნილი სისტემა იქნება შეთავაზებული. „როგორც იცით, დღეს საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის, დელტა შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგაზრდებს, შესაბამისად, ბავშვების ჯანმრთელობა არის უმთავრესი პრიორიტეტი, ამის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე მინდა განვმარტო, რომ როგორც მოგახსენეთ, 4 ოქტომბერს, იმ სოფლებში ან ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება უკვე დასწრებულ ფორმატში, მაგრამ იქაც ჩვენ გვინდა მაქსიმალურად მოქნილი სისტემა შევთავაზოთ მშობლებს. გვქონდა ჩვენ ეს პრაქტიკა დაგეგმილი წინა სემესტრებში. ეს მდგომარეობს იმაში, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მას ურჩევნია კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება ანუ ჩვენ ამის საშუალებასაც მივცემთ მშობლებს, რომ ბავშვებმა გააგრძელონ სწავლა კვლავ დისტანციურ ფორმატში, თუ ისინი ამ გზას აირჩევენ. შესაბამისად,ჩვენი შეთავაზებული სისტემა იქნება მაქსიმალურად მოქნილი“, – განაცხადა ჩხენკელმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)