|
2021-08-31 11:18:05, 388 ნახვა
საზოგადოება
500-მდე სამხედროს ოჯახს ბინები გადაეცათ
ყველაფერი საუკეთესო ჯარს - ეს არის ჩვენი პირობა, ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც ერთგულად მივყვებით და აგრძელებს მინისტრი ძალიან წარმატებულად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, სამხედროებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიების შემდეგ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს სამხედროებზე ზრუნვას. გარდა ამისა, ჩვენ მახათას მთაზე გრანდიოზულ პროექტს ვახორციელებთ - ეს არის ჯარის ქალაქი, რომელიც გათვლილია 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეზე. იქ ჩვენი გმირი სამხედროები ასევე შეღავათიან პირობები შეიძენენ ბინას, 1 კვადრატული მეტრი ეღირება სულ რაღაც 100 დოლარი - ძალიან კარგი პირობაა შეთავაზებული სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული პროექტი დასრულდება სავარაუდოდ 2022 წლის ზაფხულში და დაახლოებით 1050 სამხედრო ოჯახი დასახლდება ახალ ჯარის ქალაქში. ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ ჩვენს სამხედროებზე ზრუნვას. ყველაფერი საუკეთესო ჯარს - არის ჩვენი პირობა, ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც ერთგულად მივყვებით და აგრძელებს მინისტრი ძალიან წარმატებულად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)