2021-08-31 11:05:27, 470 ნახვა
საზოგადოება
მასწავლებელთა 46% ვაქცინირებულია
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა 46% სრულად ვაქცინირებულია და მათი რიცხვი ყოველდღე იმატებს.
„აცრის მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ სამინისტროში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9-დან 46 %-მდე გაიზარდა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება“, - განაცხადეს სამინისტროში.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, საბჭო სკოლებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, თუკი მასწავლებლების 80% აცრილი იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,