20:59 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 20:57:25, 695 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ განაახლა ბირთვული რეაქტორის მუშაობა, რომელიც ბირთვული იარაღისთვის პლუტონს გამომუშავებს

ჩრდილოეთ კორეამ განაახლა ბირთვული რეაქტორის მუშაობა, რომელიც ბირთვული იარაღისთვის პლუტონს გამომუშავებს.-ამის შესახებ ინფორმაციას “Routers“-ი ავრცელებს.

ეს შემთხვევა პირველი იყო 2018 წლის ბოლოდან,ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში.

"დასკვნა ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეას სურს გააუმჯობესოს თავისი ბირთვული იარაღის რაოდენობა და ხარისხი", - ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ იარაღზე დაზვერვა შეზღუდულია, რაც შეუძლებელს ხდის მათი რაოდენობის ცოდნას, ოლბრაიტმა შეაფასა, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა აწარმოოს მასალა წელიწადში ოთხიდან -ექვსი ბომბის შესაქმელად.

IAEA– ს 2009 წელიდან  არ აქვს წვდომა ჩრდილოეთ კორეაზე მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გააძევა ინსპექტორები. ქვეყანამ შემდგომ განაგრძო ბირთვული იარაღის პროგრამა და მალევე განაახლა ბირთვული ცდები. ქვეყანაში ბოლო ბირთვული  ცდა 2017 წელს ჩატარდა.

IAEA ახლა ჩრდილოეთ კორეას  მეტწილად სატელიტური სურათების საშუალებით აკვირდება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics