|
2021-08-30 12:49:53, 563 ნახვა
საზოგადოება
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა ლოტკინის დასახლებაში გაიმართა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და დედაქალაქის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში გამართეს. ადგილობრივებთან შეხვედრაზე მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ადგილობრივებს მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ. აღინიშნა, რომ პანდემიის გამო, მუნიციპალიტეტს დაგეგმილი პროექტების შეჩერება მოუწია, თუმცა ისინი მომდევნო წლებში აუცილებლად განხორციელდება.
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ქალაქის განვითარებისთვის 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისს კიდევ უფრო მეტი პროექტი შეემატება. „განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, ბევრი კარგი პროექტი და სამუშაო ჩატარდა, თუმცა კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვარ, რადგან უფრო მეტის გაკეთება გვინდოდა. პანდემიის გამო, ყველაფრის გაჩერება და თანხების იმ ოჯახების დასახმერებლად მიმართვა მოგვიწია, ვისაც ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად გაუჭირდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ომში რაც შეიძლება სწრაფად გავიმარჯვოთ და საქმეს, ქვეყნის განვითარებას, ქალაქის მოწესრიგებას მივხედოთ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, იმაზე მეტს გავაკეთებთ, რაც თბილისში არასდროს გაკეთებულა. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. პირობას გაძლევთ, რომ 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ და არ გავჩერდებით", - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. ლოტკინის დასახლებაში, კერძოდ, კიშინიოვის ქუჩაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა უბანში კიდევ უფრო მეტი სამუშაო ჩატარდება. „მოგეხსენებათ, რომ ეს ტერიტორია წლების განმავლობაში, ამორტიზებული იყო და არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. ზოგადად, ლოტკინის დასახლება არ იყო განებივრებული მასშტაბური პროექტებით. ზუსტად ჩვენმა გუნდმა გადადგა ნაბიჯი და აღნიშნულ უბანში სიცოცხლე შემოიტანა. დასახლებაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, ყველაფრის მოწესრიგება ვერ მოესწრო, თუმცა, ვართ თანმიმდევრული, მოტივირებული, ენერგია და ენთუზიაზმი არ გვაკლია. დამერწმუნეთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველა მისამართზე მოგვიწევს მისვლა და თითქმის ყველა პრობლემას გადავჭრით", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩა N24-ის მიმდებარედ, 5 400 კვ.მ ფართობზე სპორტული სივრცე და სკვერი მოეწყო. დასახლებაში ამ დრომდე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, ველობილიკი, ქვიშის მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები; მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; შესრულდა გამწვანების სამუშაოები - დაირგო 300-ზე მეტი ნერგი და დაიგო ბალახის საფარი. პროექტის ღირებულება 665 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა. ლოტკინის დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)