2021-08-30 10:30:54, 605 ნახვა
მსოფლიო
COVID-19-ის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზების გაკეთება ისრაელმა უკვე დაიწყო
ისრაელმა "კოვიდ-19-ის" საწინააღმდეგო ბუსტერ დოზების გაკეთება უკვე დაიწყო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე დოზა 12 წელს გადაცილებული ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სინოფარმით აცრილებს კი, რომლებმაც ვაქცინა 6 თვით ადრე გაიკეთეს, არაბთა გაერთიანებული საამიროები 20 სექტემბრამდე ბუსტერ დოზით აცრისკენ მოუწოდებს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განაცხადებით, ვაქცინის მეორე დოზა
ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ ეფექტური აღარ არის, რაც გამაძლიერებელს საჭიროებს.
”მესამე დოზა გვაძლევს უფრო მეტ დაცვას, ვიდრე ორი დოზით აცრისას.",-თქვა შერონ ალროი-პრეისმა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,