|
2021-08-28 17:27:10, 769 ნახვა
საზოგადოება
მევენახე ფირუზ იორამაშვილი, რომელსაც სეტყვამ ვენახი დაუზიანა, მადლობას უხდის ხელისუფლებას ოპერატიული რეაგირებისა და თანადგომისთვის
26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა.-ამის შესახებ განცხადებას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი თქმით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი ფირუზ იორამაშვილის განცხადებით, მას სეტყვის მოსვლიდან მეორე დღესვე მიეცა შესაძლებლობა, რომ კუთვნილი დაზიანებული რქაწითელის ჯიშის ყურძენი შპს „მოსავლის მართვის კომპანიას" ჩააბაროს. სოფელ გავაზში ვენახების დაზიანების ხარისხი 70-90%-ის ფარგლებშია. „ხელისუფლების წარმომადგენლები იმ დღესვე მოვიდნენ, ნამდვილად არ ველოდი ასეთ მხარდაჭერას - რაც შეუძლიათ მაქსიმალურად გვეხმარებიან. დასეტყვილი მოსავლის იმავე დღეს ჩაბარების შესაძლებლობა მომეცა და თან დასეტყვილ რქაწითელში 80 თეთრს გვიხდიან. ნამდვილად არ ველოდი ამხელა ყურადღებას, დიდი მადლობა ხელისუფლებას მთელი სოფლისგან" - აღნიშნა მევენეხემ. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი დღეს პირადად შეხვდნენ სოფელ გავაზში ფირუზ იორამაშვილს და ყველა იმ ღონისძიებების შესახებ აცნობეს, რასაც მთავრობა სეტყვით დაზარალებული მევენახეებისთვის განახორციელებს: მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღეებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად. ამასთანავე, ფერმერებს, რომლებსაც სტიქიამ სრულად გაუნადგურა ხეხილის ბაღები, სახელმწიფო პროგრამის ,,დანერგე მომავალი" ფარგლებში, ბაღების აღდგენა სრულად დაუფინანსდებათ. "-ნათქვამია განცხადებაში
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)