2021-08-27 14:26:03, 831 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 215 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში დღემდე კოვიდ-19- ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 215 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, დღემდე კორონავირუსით მსოფლიოში 4.4 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც შეეხება განკურნებას, ვირუსი 192 მილიონმა ადამიანმა დაამარცხა.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, ამჟამად წამყვან ადგილებზე არიან აშშ - 39.3 მილიონი შემთხვით, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.6 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,